ისტორიული სოფელი გურიაში, რომელიც შედიოდა ასკანის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში იდგა ქვით ნაგები მთავარანგელოზთა ეკლესია, რომლის სამრევლო 1828 წლისთვის შეადგენდა 55 კომლს. 1811 წელს ოქროსქედის ეკლესიაში დაიფიცა მამია V გურიელმა რუსეთის იმპერიის ერთგულება და შეუერთა გურის სამთავრო რუსეთის იმპერიას. 1930 წელს საბჭოთა ადმინისტრაციული რეფორმის დროს სოფელი სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა მთისპირის სასოფლო საბჭოში, შუა ნაწილი შევიდა ბახვის სასოფლო საბჭოში, ხოლო სამხრეთ ნაწილს ეწოდა მშვიდობაური.
დღეისთვის ოქროსქედი შეიძლება აღნიშნავდეს:
- ოქროსქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემში
- ოქროსქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში
mosaxleoba
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1908 |
706 |
|
|
1911 |
1207 |
|
|
cnobili adamianebi
ოქროსქედში დაიბადნენ:
არტემ კვაჭანტირაძე - კომპოზიტორი
სამუელ და ილარიონ ჩავლეიშვილები - სახალხო მომღერლები |